საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. 4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი.როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები