„ცოცხალი ბიბლიოთეკა-სახეები“ღონისძიება ამ სახელწოდებით ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება.
ღონისძიებაზე წიგნების ნაცვლად „ცოცხალი წიგნები“– ადამიანები იყვნენ წარმოდგენილნი. მკითხველს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველი „წიგნი“ აერჩია და მას გასაუბრებოდა. ცოცხალი წიგნების სახით ისეთი ადამინები იყვნენ წარმოდგენილნი, რომელთა ცხოვრება და საქმიანობა საინტერესო და გარკვეულწილად ინოვაციურია. ღონისძიების მიზანია „ცოცხალ წიგნებთან“ ანუ საინტერესო ადამიანებთან საუბრით მკითხველ საზოგადოებას მიეწოდოს ალტერნატიული შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები