ფოთის პორტში გაფიცვა შეწყდა. გაფიცული მუშა-მოსამსახურეები სამუშაო ადგილებს , მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც სახელფასო განაკვეთის 20%-იანი ზრდის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისგან პირობა მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი გაფიცულ მუშებთან სასაუბროდ წუხელ გვიან ღამით მივიდნენ.
"კონკრეტული შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პორტის თანამშრომლებს აუნაზღაურებენ გაფიცული დღეების საფასურს. ასევე, იქნება ხელფასების ზრდა 20%-ით, არა 1-ელი იანვრიდან, არამედ 1-ელი დეკემბრიდან. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით პორტის ახალ ხელმძღვანელობასთან, უახლოეს მომავალში პრემიერთან ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად იქნება განხილული ეს საკითხები",-განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფოთის პორტში სამუშაო პროცესი, წუხელ, გვიან ღამითვე დაიწყო. ამ დროისთვის ყველა ბრიგადა სრული დატვირთვით მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები