საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით,
ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" ციხესთან გააპროტესტებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებასთან რამდენიმე წუთში შეიკრიბებიან.
ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს , ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა. "#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება ", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. "ინტერპრესნიუსი" ბაჩო ახალაიას ადვოკატებსაც დაუკავშირდა, რომელთაც ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები