Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/1325533476_rustavi2_logo.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
“რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, არხის ახალ გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა. ყოფილი გენერალური დირექტორი - გიორგი გეგეშიძე - არხის 9%-იანი წილის მფლობელად რჩება. იგი  დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლი პაკეტი – 51 % გაყიდულია, იგი იმ იურიდიულმა პირმა შეიძინა, რომელიც გასხვისებამდე ტელეკომპანია "საქართველოს" სიხშირეს ფლობდა. ნიკა გვარამიან “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ "ტელეკომპანია "საქართველო" არაფერ კავშირში არაა ჟურნალ "ტაბულასა" და მის დამფუძნებლებთან. ტელეკომპანია "საქართველომ" გაყიდა სიხშირე სხვა იურიდიულ პირზე და დღეის მდგომარეობით მას, პრინციპში, პირობითად ჰქვია ტელეკომპანია. მას აღარ აქვს სიხშირე, ისაა ჩვეულებრივი იურიდული პირი თავისი ქონებით, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძინა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტი 51 %", - განაცხადა გვარამიამ. სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა 13 ნოემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ ტელეკომპანია „საქართველო" 51 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ „რუსთავი 2"-ს მის კუთვნილ უძრავ ქონებას მთლიანად გადასცემს. ქონებაში როგორც ტექნიკური აპარატურა, ისე ავეჯი შედის, მისი საერთო ღირებულება კი 5 მილიონ 700 ათასი ლარია.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.