ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ბათუმელი მეზღვაურები საქართველოს დახმარებას სთხოვენ.
12 ქართველი მეზღვაური ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე "მარია დელ კარმენ 2"-ზე მსახურობენ, სამი თვეა გემი პანამის არხშია გაჩერებული.
როგორც ერთ-ერთი მეზღვაურის, გიორგი ჯანელიძის დედა ირინა ჯანელიძე აცხადებს, გემის ეკიპაჟი მძიმე მდგომარეობაშია. გათიშულია ელექტროენერგია, მეზღვაურებს საკვები და წყლის მარაგი გაუთავდათ.
ირინა ჯანელიძის თქმით, ქართველ მეზღვაურებს სახლში დაბრუნება სურთ და დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართავენ.
"მარია დელ კარმენ 2" 42 წლის გემია. ბათუმელი მეზღვაურები ნიგერიულმა გემთმფლობელმა კომპანიამ დაასაქმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები