Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/c4ad7efe2812218c369641969ec24ac6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
"თელასის" თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს
სააქციო საზოგადოება "თელასის" თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს. როგორც "თელასის" თანამშრომლები აცხადებენ , ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებულნი და  მათ სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ. "დაკეტილია ყველა ბიზნეს-ცენტრი. ჩვენი გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ, ასევე, სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. ეს არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საქმე, რომ დააბრუნონ სამსახურებში ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულნი ზურაბ არსოშვილის მიერ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. როგორც "თელასის" ყოფილი თანამშრომელი ლევან გაგნიძე  განმარტავს, ყოფილი თანამშრომლები მოითხოვენ სამსახურებში დაბრუნებას, რადგან ისინი უკანონოდ არიან გათვისუფლებულები იმ პერიოდში, როდესაც "თელასის"კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი იყო. "ამ მოთხოვნას ჩვენ უკვე ვაყენებთ რამდენიმე კვირაა, თუმცა ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას არავინ აპირებს, ამიტომ მოხდა ის, რომ დაიწყეს ჩვენმა მეგობრებმა შიმშილობა. უკვე ხუთი კაცი შიმშილობს მეშვიდე დღეა. ამასთან, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარკვეული წინსვლა იქნებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ისევ ამ მდგომარეობაში ვართ და არავინ არ ფიქრობს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ლევან გაგნიძემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, "თელასის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მოთხოვნაა, რომ კომპანიის მენეჯმენტში ის ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც მართლაც იზრუნებენ საკუთარ თანამშრომლებზე. ასევე, "თელასის" წინ კარავში რამდენიმე თანამშრომელი შიმშილობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.