იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილად მიიჩნევს,ამასთან აღნიშნავს, რომ "ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დაისვას, არის უდანაშაულო".
წულუკიანის განცხადებით მისმა უწყებამ ოქრუასვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ მასინ შეიტყო როცა ის საზღვარს უახლოვდებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ოქრუაშვილი საქართველოში ბიძასთან ერთად ჩამოვიდა და როგორც ძებნილი, საზღვარზევე იქნა დაკავებული.
"დაკავების შემდეგ ის შესახლებულ იქნა გლდანის #8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება ერთადერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – არა ქვეყნის გარედან, არამედ შიგნით დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, თუ ეს მართლაც ასეა.
არა მხოლოდ ის სამართლებრივი პროცედურები, რაც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დაგვხვდა, არამედ კიდევ სხვა – საქართველოს პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ამ საკითხზე ვრცლად აქვს ნამსჯელი ასევე გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებსასც, რომლებსაც ის თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს. პირადად მე ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური" ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დაისვას, არის უდანაშაულო. ამ ყველაფერს სჭირდება მოკვლევა. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ბოლო 2011 წლის მაისის მოვლენების წინ, უკანონო ფორმირებების ორგანიზებას შეეხება", - დასძინა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები