Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5BA1C269-474F-41E7-85DC-C41228F2D67A_w640_r1_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5BA1C269-474F-41E7-85DC-C41228F2D67A_w640_r1_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5BA1C269-474F-41E7-85DC-C41228F2D67A_w640_r1_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5BA1C269-474F-41E7-85DC-C41228F2D67A_w640_r1_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავსების სურვილი გამოთქვა
რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მმართველის თანამდებობის შეთავსების სურვილი გამოთქვა. როგორც სტურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, თეატრში "დიქტატორივით დაბრუნდება". ზაალ ჩიქობავას თეატრში დარჩენასთან დაკავშირებით სტურუას ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს. "ზაალი შეიძლება იყოს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერს აკეთებს. მაგრამ, როცა მე ვბრუნდები, მჭირდება, ვიყო დიქტატორი. დავშლი დასს, რადგან მათ უმეტესობას კონტრაქტები უმთავრდება და თავიდან ავკრეფ. ეს იქნება აკრეფა ნიჭით", - განაცხადა სტურუამ. "ფეისბუქში" რამდენიმე დღის წინ დაწერილ სტატუსს კი რეჟისორი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირებს. "ეს სტატუსი ოდნავ შეზარხოშებულმა დავწერე. ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, არ დავწერდი", - აღნიშნა სტურუამ. რეჟისორმა რუსთაველის თეატრში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე 19 ნოემბერს დაწერა. "გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ. ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისი ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ... მოვდივარ!"-დაწერა სტურუამ. რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ქსენოფობიური განცხადებების მოტივით, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებას ნიკა რურუამ 2011 წლის 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.