საზოგადოება
უნიკალური საბაკალავრო პროგრამა სან დიეგოს უნივერსიტეტისგან
რას სთავაზობს აბიტურიენტებს პროექტი - „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“,რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში გაფორმდა,რა უპირატესობა ენიჭება მას და რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა სან დიეგოს უნივერსიტეტი, ამ და სხვა თემებზე რადიო „ათინათს“ საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტი დალი ხომერიკი ესაუბრა. რადიო ათინათი: რას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს სან დიეგოს უნივერსიტეტი? დალი ხომერიკი: ეს პროექტი ქართველი სტუდენტებისთვის არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. სან დიეგოს უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში უკვე გაიხსნა აბიტურიენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს. ეს პროგრამები არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულება. კერძოდ, ელექტრონული ინჟინერია, ქიმია (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერული პროგრამები. ეს პროგრამები სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება სამი ადგილობრივი უნივერსიტეტის მეშვეობით. ეს არის ილიას უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რეალურად,სან დიეგოს უნივერსიტეტი,ადგილობრივ უნივერსიტეტებთან ერთად,განახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს,რის შედეგადაც სტუდენტები მიიღებენ უმაღლესი კლასის განათლებას თავიანთ სფეროში და საბოლოოდ ისინი ამერიკულ დიპლომს მიიღებენ. რადიო ათინათი: რა უნდა გააკეთოს აბიტურენტმა იმისათვის, რომ მოხვდეს სან დიეგოს უნივერსიტეტში? დალი ხომერიკი : პირველ რიგში აბიტურიენტებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის უნდა მონიშნონ ილიას, თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის სან დიეგოს პროგრამები. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აბიტურიენტები ინგლისურს იმ დონეზე უნდა ფლობდნენ, რომ მათ თავისუფლად შეძლონ ინგლისურ ენაზე სწავლა, რადგან სან დიეგოს უნივერსიტეტი არის ამერიკული უნივერსიტეტი და იქ სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე წარიმართება. ამისთვის მთავრი ტესტი არის ტოეფელი. იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა ჩააბარონ ტოეფელი, სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საერთაშორისო განათლების ცენტრს შორის შედგა თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო ცენტრი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ტოეფელის მოსამზადებლ კურსებს გახსნის. ეს კურსები უკვე მოქმედებს ბათუმში, თბილისში, თელავსა და ახალციხეში. აგრეთვე, ჩვენი დიდი სურვილია ეს კურსები ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათის“ ბაზაზე გავხსნათ, რადგან ამ რეგიონის აბიტურიენტებს მიეცეს საშუალება გადალახონ ეს ტოეფელი და არ იყოს ბარიერი აკადემიურად ძლიერი ახალგაზრდებისთვის. რადიო ათინათი: ვინ წაიკითახვს სან დიეგოს უნივერსიტეტში ლექციებს? დალი ხომერიკი: სან დიეგოს უნივერსიტეტი გეგმავს, რომ აქ ჩამოვიდეს ამერიკელი პროფესორები და მათ ასწავლონ, მაგრამ ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება. პირველ წლებში კი ლექტორები ამერიკელი პროფესორები იქნებიან. უკვე ათობით ქართველი პროფესორი გადამზადა სან დიეგოს უნივერსიტეტში და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რადიო ათინათი: რამდენად არის მზად ტექნიურად ქართული უნივერსიტეტები პრაქტიკული ცოდნა მიიღონ სტუდენტებმა მაგალითად, ელექტრონულ და კომპიუტერულ ინჟინერიაში? დალი ხომერიკი: სან დიეგოს უნივერსიტეტი ულტრათანამედროვე ლაბორატორიების გახსნას გეგმავს, რომელიც განკუთვნილი იქნება საინჟინრო და ლაბორატორიული კვლევებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი პრაქტიკული გამოცდილებაა, რომლებსაც სტუდენტები უნივერსიტეტის კედლებში მიიღებენ. რადიო ათინათი: რა ღირს სწავლა სან დიეგოს უნივერსიტეტში და აქვს თუ არა შეღავათები? დალი ხომერიკი: მოდით ასე დავიწყოთ საუბარი, თუ კი არიან ოჯახები, რომლებსაც სურთ თავიანთმა შვილებმა ისწავლონ საზღვარგარეთ, მათ შორის საკუთრივ სან დიეგოს უნივერსიტეტში, იხდიან ძალიან დიდ თანხას - 40 ათასამდე დოლარს, მაშინ როდესაც საქართველოში, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა 7 500 დოლარი ეღირება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს წარჩინებული სტუდენტებისთვის, გოგონებისთვის და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ექნება სხვადასხვა სახის სტიპენდია. რადიო ათინათი: ექნება თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები? დალი ხომერიკი: მესამე კურსიდან, წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩავიდნენ სან დიეგოს უნივერსიტეტში და პირიქით, რადგან სტუდენტებს ამ უნივერსტიტეტთან იდენტობის განცდა ჰქონდეთ. რადიო ათინათი: განსაზღრულია თუ არა სტუდენტების რაოდენობა სან დიეგოს უნივერსიტეტში? დალი ხომერიკი: უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა სტუდენტთა დიდი ნაკადი მიიღოს. ეს შეიძლება იყოს ყოველწლიურად 500-მდე აბიტურენტი. ვფიქრობთ ეს რაოდენობა ძალიან სერიოზული კონტიგენტია იმისთვის, რომ საქართველოში თაობები გაიზარდონ ტექნოლოგიური მიმართულებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.