დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 12 დეკემბრიდან 1 დოლარი 1.84 ლარი ეღირება.
ეროვნული ბანკის მიერ 10 დეკემბერს, ბანკთაშორის ბაზარზე არსებული გარიგების შესაბამისად დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.89 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები