სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, რევაზ ხულორდავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
რევაზ ხულორდავას მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ განაჩენი ქუთაისის საააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატ გიორგი სამუშიას თქმით, სახელმწიფო ბრალმდებელმა უარყო ბრალდება და ხულორდავას მოუხსნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
მასალის გამოყენების პირობები