საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს ზუგდიდში გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრამდე პრეზიდენტი ანაკლიასა და ლაზიკაში იმყოფებოდა, სადაც შეჩერებული მშენებლობები დაათვალიერა. პრეზიდენტმა მშენებლობების შეჩერების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ანაკლიასა და ლაზიკაში მშენებლობების შეჩერებით 6700 სამუშაო ადგილი დაიკარგა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის შეჩერებულ მშენებლობებს ის თავად აფინანსებდა და მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხოს.
მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში მშენებარე იუსტიციის სახლიც დაათვალიერა და თქვა, რომ დაწყებული მშენებლობები გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები