სერბეთის ელჩმა ნატო-ში, ბრანისლავ მილინკოვიჩმა ბრიუსელის აეროპორტში თავი მოიკლა.
"ასოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, ელჩი აეროპორტის მრავალსართულიანი პარკირების პლატფორმიდან, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადახტა.
52 წლის დიპლომატი ადგილზევე დაიღუპა. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მილინკოვიჩი სერბეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამინისტროს წარმომადგენელთა ჩასვლას ელოდებოდა, რომლებსაც ნატო-სთან მოლაპარაკებები უნდა გაემართათ. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ნატო-ში სერბეთის ელჩი სიმაღლიდან გადახტა.
ნატო-ში ელჩობამდე მილინკოვიჩი ავსტრიაში სერბეთის ელჩი იყო, იქამდე კი ჟურნალისტად მუშაობდა.
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. სერბეთი ალიანსის წევრი არ არის, თუმცა ნატო-ში მუდმივი წარმომადგენლობა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები