რიკოთის საავტომობილო გვირაბში დღეიდან, 16 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვა, რომელიც 08:00-დან 18:00 საათამდე იმოქმედებს, 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე), შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები