მდინარე მესტიაჭალაზე, ჰესის მშენებლობის მიზნით, 45 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ავსტრიულმა დამოუკიდებელმა ენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ “რიპი-გლობალმა” ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი კომპანია “სვანეთი ჰიდროს” მიერ მდინარე მესტიაჭალაზე 30- მეგავატიანი ჰესის მშენებლობა განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები