Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/20121024225338parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/20121024225338parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/20121024225338parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/20121024225338parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მოქალაქეებს პარტიების შესახებ კანონის საფუძველზე ჯარიმის სახით გადახდილი 10 ლარზე მეტი უკან დაუბრუნდებათ
მოქალაქეებს ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი 10 ლარზე მეტი უკან დაუბრუნდებათ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგლა აგულაშვილმა "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხა 144 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, თუმცა 10 მილიონზე მეტი უკვე აღსრულებულია. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს შეძლებისდაგვარად მოუწევს, ფულადი თანხის უკან დაბრუნება, აღუსრულებელ ნაწილში კი მოქალაქეები ჯარიმას აღარ გადაიხდიან. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის სესიაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირეს. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან. სახდელისაგან გათავისუფლება როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებულ ნაწილსაც ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ. ასევე უქმდება მათ მიმართ გახორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება: ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხა 144 316 688 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან აღსრულების პროცესშია საქმეები 133 790 769 ლარზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის მიღების საფუძველზე სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება უჩნდება და მან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტიდან უკან ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი 10 525 919 ლარი უნდა დაუბრუნოს. "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფელბის შესახებ" კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიგლა აგულაშვილი, ასევე, "ნაციონალი" დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.