ხობში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოს რიგგარეშე სხდომები ჩატარდა და საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. სამივე მათგანი ,,ქართული ოცნების’’ წევრია.
ხობში საკრებულოს თავმჯომარედ აირჩიეს მამუკა ქარდავა, სენაკში მურად შამათავა, წალენჯიხაში კი დავით ბელქანია.
სენაკსა და ხობში მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობით ,,ნაციონალური მოძრაობაა’’ წარმოდგენილი, ორივეგან ხმათა უმრავლესობით ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები