სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური დამსვენებლების მისაღებად ემზადება. ადგილზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემები მუშაობს. ამ ეტაპზე გუდაურის პირველი ტრასის გათოვლიანება მიმდინარეობს.
ზამთრის კურორტზე ასევე ჩატარდა საბაგიროების გეგმური რემონტი და დამონტაჟდა ღამის განათებები, რაც მოთხილამურეებს საშუალებას მისცემს, ღამითაც ისრიალონ.
გუდაურში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გაეცნო. ზამთრის სეზონი კურორტზე 20 დეკემბერს გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები