საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ეკუმენიზმზე და სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიასთან დამოკიდებულებაზე."ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერი – ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესები, მათთან ურთიერთობები და ა.შ." - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.მისივე თქმით, არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხის განხილვა სხდომაზე გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, არქმანდრიტი დიმიტრი ჰერეთის ეპისკოპოსად უნდა ეკურთხათ.სინოდის სხდომის განჩინების სრულ ტექსტს პატრიარქის ქორეპისკოპოსი გამოაქვეყნებს. სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები