ბათუმში, ევროპის მოედანზე საზეიმოდ ანთებულ საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი გაუჩნდა. ნაძვის ხეს ხანძარი ელექტრო სადენებიდან გაუჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ საახალწლო სიმბოლოს ცეცხლი იმ დროს მოედო, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ევროპის მოედანზე იმყოფებოდა და ნაძვის ხეს ფოტოებს უღებდა. "გიორგი ერმაკოვი ფოტოებს უღებდა ნაძვის ხეს, რომლის დროსაც ის აალდა. მაშინვე დაურეკეს სახანძროს, მოვიდნენ და ცეცხლი დაახლოებით 10 წუთში ჩააქრეს. ნაძვის ხის შუაგული გამომწვარია", - აცხადებენ თვითმხილველები.ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ემაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და რეგიონის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე ასლან აბაშიძის დროს არის შეძენილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები