თბილისში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში გაჩენილ ხანძარს 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მე-5 სართულს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები მძიმედ დაშავდნენ. ხანძრის შესახებ შეტყობინება 02:21 საათზე შევიდა. ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდირება სრულად 04:07-საათზე მოხერხდა. ხანძრის შედეგად დაშავებულები იაშვილის კლინიკასა და დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები