საზოგადოება
”ფორბსი” საკუთარ მკითხველს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს
ამერიკული გამოცემა ”ფორბსის” დანამატი ForbesLife იმ 9 საუკეთესო ღვინოს ასახელებს, რომელთა დალევასაც 2015 წელს საკუთარ მკითხველს ურჩევს. ForbesLife-ის ჩამონათვალში სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოც მოხვდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნაპოვნი სამხილები ცხადყოფს, რომ საქართველოში ღვინოს იმაზე დიდი ხნის წინ - დაახლოებით 8 ათასი წლის წინ - ამზადებდნენ, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. ნიუ-იორკელი ღვინის ჟურნალისტი და მწერალი ქალი, ელის ფეირინგი მკითხველს ურჩევს, 2012 და 2013 წლის მოსავლის ქართული ღვინოები დააგემოვნონ. ”ფორთოხლისფერი ღვინო საქართველოში ძალიან პოპულარული მეთოდია და თუ მსგავსი ღვინო არასდროს გაგისინჯავთ, საქართველო იდეალური ქვეყანაა, პირველად დააგემოვნოთ ეს ღვინო. ფორთოხლისფერ ღვინოს ზოგჯერ შესაძლოა, ტანინი ჰქონდეს შერეული და მშრალი იყოს, მაგრამ მას აქვს წვენიანობა და ხილისა და სტრუქტურის შესანიშნავი ბალანსი. დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ წითელ ღვინოს სვამთ და თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ის”, - აღნიშნავს ელის ფეირინგი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.