საზოგადოება
ექიმები გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან
მედიკოსები იანვრიდან მარტის ჩათვლით გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს,რომ მიუხედავად იმისა, რომ გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე გამოჯანმრთელებით მთავრდება, მედიკოსები მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური დასასრულიც კი. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპის ფართო გავრცელებისას არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენებასაც ურჩევენ - კერძოდ ხელების ხშირად დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით, საცხოვრებელი ადგილის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება. დაავადების შემთხვევაში კი ექიმები დაავადებულ ადამიანებს ურჩევენ დარჩნენ სახლში, რითიც დაიცვავენ საკუთარ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან. გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი, დიაბეტით დაავადებულები, მცირე და ხანდაზმული ასაკის ადამიანები და ორსულები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.