საზოგადოება
პოლიციელებმა 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს
შსს ინფორმაციით, ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს , აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.