ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით ალბათ იანვრიდან შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით , ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ყველა მოქალაქე სადაზღვევო პოლისს მიიღებს.
"პენსიები და სოციალური დახმარებები იზრდება. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ამათი გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე. ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით, ალბათ, იანვრიდან შემცირდება. გაზზე ტარიფის ამდენად შემცირებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ისიც შემცირდება. ვმუშაობთ ბენზინის ფასების შემცირებაზე. მონოპოლიური ფასების დარღვევას ვიწყებთ და თავისთავად, ეს გამოიწვევს ბენზინის ფასის შემცირებას. ამავდროულად, ყველანაირად ვცდილობ, ბიზნესი არ შევაშფოთო, არ შევავიწროო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები