წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმი 30 აპრილამდე იკეტება.
ტურისტების შესვლა მავზოლეუმში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში შეწყდა, რაც რემონტის აუცილებლობამ გამოიწვია.
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, რემონტის მსვლელობის პერიოდში ვლადიმირ ლენინის ცხედარს მავზოლეუმიდან გაიტანენ, იტყობინება "Эхо Москвы". თუმცა, საბოლოოდ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტლი არ არის.
მავზოელუმი, მისი ამჟამინდელი სახით XX საუკუნის 30–იან წლებში ააშენეს, მანამდე კი 1924 წლიდან, (ლენინის გარდაცვალების წელი), წითელ მოედანზე ხის მავზოელუმი იდგა. დიდი სამამულო ომის დროს ლენინის ცხედარი ტიუმენში გადაასვენეს. მავზოლეუმის დაკეტვამდე მნახველებს იქ შესვლა კვირაში ოთჯერ , 10 –დან 13 საათამდე შეეძლოთ.
მასალის გამოყენების პირობები