სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ინტრონიზაციის 35 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო წირვა შესრულდა.
წირვას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. წირვაზე იმოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
პრემიერ–მინისტრმა და პრეზიდენტმა პატრიარქს იუბილე პირადად მიულოცეს.
ქადაგებისას პატრიარქმა პრემიერსა და პრეზიდენტს მიმართა.
,,მე მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ–მინისტრო. თქვენ ორივეს გაქვთ დიდი დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. მინდა დაგლოცოთ და გისურვოთ ღვთის წყალობა სუფევდეს თქვენს ზედა, რათა აკეთებდეთ ისეთ საქმეებს, რომელიც სათნო იქნება წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა“, – ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ჩვენს უკან საქართველოა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს.
მასალის გამოყენების პირობები