საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით გუდაური-კობის მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია. ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის.
შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზეც, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის.
გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები