უამინდობის გამო ამ დროისთვის შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოქმედებს.
საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით: "როგორც დასავლეთ, ისე აღმოსვალეთ საქართველოში გადაადგილების კუთხით ყველგან ნორმალური მდგომარეობაა და შესაბამისად, ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია, გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა. აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, გუდაური-კობის მონაკვეთზე გუშინ არსებული ზვავსაშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია.
მასალის გამოყენების პირობები