ლოს–ანჯელესის მცხოვრებლებმა "მოსახლეობის განიარაღების პროგრამის" ფარგლებში ათასზე მეტი ერთეული იარაღი ჩააბარეს.
მსგავსი ღონისძიებების გატარება კონექტიკუტის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აშშ–ს რამდენიმე შტატში გადაწყდა. ჩაბარებული იარაღის სანაცვლად კალიფორნიის მეგაპოლისის ხელისუფლებამ მოხალისეებს 25– დან 200 დოლარის ოდენობით სასაჩუქრე ჩეკები გადასცა. მსგავსი აქცია ლოს–ანჯელესში უკვე მეხუთედ ჩატარდა.
თუმცა იარაღის ჩაბარების პროგრამას კრიტიკოსებიც ჰყავს, მათი აზრით, საჩუქრის სანაცვლოდ ხალხი მხოლოდ ძველ იარაღს აბარებს, სახლში კი კიდევ არაერთს იტოვებს.
იარაღის ფლობის შესახებ კანონის გამკაცრების ნორმების განხილვისკენ ამერიკელებს ქ. ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში, 14 დეკემბერს მომხდარმა ტრაგედიამ უბიძგა, რომლის დროსაც 27 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი დაიღუპა.
euronews
მასალის გამოყენების პირობები