საქართველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„მივუსამძიმრე მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლად გვაჩვენა სამაგალითო გმირობა ეს არის მართლაც დასაფასებელი. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,“ - განაცხადა პრემიერმა.
წირვის დასრულების შემდეგ, სვეტიცხოველში გაიმართება წესის აგების რიტუალი, შემდეგ კი სვეტიცხოვლიდან მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
27 წლის არქიმანდრიტი ილია კარტოზია 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში მომხდარ კატასტროფას ემსხვერპლა. იგი ქალაქ ბარიში მოსალოცად მიდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები