საზოგადოება
დონატები ინგრედიენტების მარაგის ამოწურვის გამო 2 დღე არ გაიყიდება
ინგრედიენტების მარაგის ამოწურვის გამო ”დანკინ დონატსის” დონატები 2 დღით აღარ გაიყიდება, ამის შესახებ ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა განაცხადა. "დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამოდენიმე სპეციფიური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ. მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ–­დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები. ამას გარდა, რამოდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე აუცილებელი მარაგები სატვირთო მანქანებით გამოგზავნილ იქნა გერმანიიდან,"– აცხადებს სოსო ფხაკაძე. "დანკინ დონატსის" პირველი 2 რესტორანი თბილისში 13 იანვარს გაიხსნა. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და კომპანიის განცხადებით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.