საზოგადოება
უამინდობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი შეფერხდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ძლიერი ნისლის გამო, სტამბული-თბილისისა და დუბაი-თბილისის ავიარეისები გაუქმდა. ხოლო, თბილისი-მიუნხენის რეისი გადაიდო.
აეროპორტის ცნობით, თბილისი-მიუნხენის რეისი, დღეს, 16:40 საათზე შესრულდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები