ვიეტნამის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი, იურისტი და ბლოგერი ლე–კუოკ კუანი დააპატიმრა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული. მანამდე ბლოგერი მასზე დევნასა და თვალთვალზე აკეთებდა განცხადებებს.
აგვისტოში დისიდენტი საავდამყოფოში მოხვდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე უცნობი პირი მას თავს დაესხა და სასტიკად სცემა. თავად ბლოგერი თავდამსხმელებს სახელმწიფო აგენტებად მიიჩნევს.
ვიეტნამი, რომელსაც კომუნისტები მართავენ, ბოლო დროს რიგ ეკონომიკურ ცვლილებებ ატარებს, თუმცა სულ უფრო აქტიურად ახშობს პოლიტიკურ ოპოზიციას.
მასალის გამოყენების პირობები