საზოგადოება
109 წლის იუბილარის რჩევები ხანგრძლივი ცხოვრებისთვის

იანვრის თვეში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მხცოვან ადამიანს 109 წელი შეუსრულდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოხუც ქალბატონთან ინტერვიუ ჩაწერეს.  მიუხედავად ასაკისა, ის მშვენივრად გამოიყურება, ყოველდღიურად მისდევს სპორტს და მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტით იკვებება.

თუმცა, 109 წლის ჯესი გალენი აცხადებს, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო რეალურად სულ სხვა რამეა.

"უმთავრესი მაინც ის არის, რომ კაცებისაგან თავი შორს დაიჭიროთ. მათზე იმაზე მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე იმსახურებენ," - აცხადებს ჯესი, რომელიც ქორწინებაში არასოდეს ყოფილა.

"ამას გარდა, ჩემი ყოველი დილა ერთი ულუფა ფაფით იწყება და სპორტს ყოველდღიურად ვუთმობ გარკვეულ დროს. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და ძალიან იშვიათად ვიღებდი შვებულებას," - განაცხადა პენსიონერმა.

ჯესი მშობლების სახლიდან 13 წლის ასაკში წამოვიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. თავდაპირველად ის ფერმაში ძროხების წველით ირჩენდა თავს. მოგვიანებით სასტუმროში დაიწყო მუშაობა. მისი თქმით სასტუმრო იმდენად პრესტიჟული და კარგი რეპუტაციის იყო, რომ ერთხელ იქ თავად დედოფალი ელისაბედ II შეჩერდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.