"საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის" ცნობით, ამ თემაზე ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი 20–ზე მეტი ქართული კომპანია დღეს დაგეგმილ კონფერენციაზე იმსჯელებს.
შეხვედრაზე განიხილება ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტირების დასაწყებად დარჩენილი პროცედურები, ამ მიმართულებით აქამდე ჩატარებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. ღონისძიება სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:00 საათზე დაიწყება.
"საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრმა" რუსეთის შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციები უკვე გაიარა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სათანადო პროცედურების გავლის შემთხვევაში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში ექსპორტი უახლოეს მომავალში შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები