ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს "ყოველთა სიხარულთა სიხარული" საქართველოდან ორშაბათს წააბრძანებენ. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა სიხარულთა სიხარული" უკვე ერთი თვეა საქართველოს ტაძრებში მოგზაურობს.
მათივე ინფორმაციით, დღეს საღამომდე, ტაძრის დაკეტვამდე, ხატი დაბრძანებული იქნება ჯვრის მამის ტაძარში, ხოლო შაბათ-კვირას სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ორშაბათს ხატს საქართველოდან რუსეთში წააბრძანებენ.
მასალის გამოყენების პირობები