სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 20 იანვარს მოსკოვში გაემგზავრება.
უწმინდესის განცხადებით, 21 იანვარს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჯილდო გადაეცემა.
"20 იანვარს ჩვენ მივდივართ რუსეთში, 21-ში კი საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, იქ იქნებიან ყველა ქვეყნის ელჩები, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ცერემონიაზე დაახლოებით 1500 სტუმარი შეიკრიბება.
მასალის გამოყენების პირობები