Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/depardieu_2430344b.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ჟერარ დეპარდიემ რუსეთის ხელისუფლებას მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა
ჟერარ დეპარდიემ, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა: "პუტინმა მე უკვე პასპორტი გამომიგზავნა". ფრანგმა კინომსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ რუს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მართლაც მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მოქალაქეობის მიღების თხოვნით. ამასთან საფრანგეთის მედია იტყობინება, რომ სამშაბათს დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს დაურეკა და მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსი ჟურნალისტებისთვის მიწერილ მიმართვაში, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა გააჟღერა  ნათქვამია: "დიახ, მე გავაკეთე მიმართვა პასპორტის მისაღებად და მიხარია, რომ ჩემი მიმართვა მიღებულ იქნა. მე თაყვანს ვცემ თქვენს კულტურას. მამაჩემი ერთ დროს კომუნსტი იყო და მოსკოვის რადიოს უსმენდა! ესეც ჩემი კულტურის ნაწილია". მსახიობს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89 მუხლის შესაბამისი პუნქტით მიენიჭა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეობისა და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხებს წყვეტს. დეპარდიე საფრანგეთიდან ბელგიაში საცხოვრებლად დეკემბრის დასაწყისში  გადავიდა. მიზეზად გადასახადების 75%-ით გაზრდა დაასახელა, რომლის დაწესებასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გეგმავს. მალევე მან განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყოდა. 18 დეკემბერს ფრანგულმა გამოცემამ დაწერა, რომ დეპარდიემ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს და მსახიობის განცხადება გაავრცელა, თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ განცხადებას ხუმრობა უწოდეს. 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, დეპარდიეს მოქალაქეობა მიანიჭოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.