საზოგადოება
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2005 წლის 1 ნოემბერს მიღებული რეზოლუციის შემდეგ აღნიშნავს. ეს თარიღი წითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ოსვენციმის ბანაკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი "სიკვდილის ფაბრიკა" იყო.
ოსვენციმის მუზეუმი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კომპლექსია, იგი პოლონეთის სამხრეთში, კრაკოვიდან 60 კმ.- ში მდებარეობს. აქ 1 300 000 ადამიანი აწამეს, რომელთაგან მილიონზე მეტი ებრაელი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტის შედეგად ნაცისტების მიერ ექვს მილიონზე მეტი ადამიანი განადგურდა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე თბილისშიც აღინიშნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და სხვა სტუმრები. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მათ სანთლებიც დაანთეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები