საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაური (ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, 2 და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საქართველოს გზების ყველა სხვა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები