მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა დღეს პარლამენტში გაგრძელდება. ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიას სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდება, მაუწყებლებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს.
ცვლილებების თანახმად რეკლამა, არა პრაიმ ტაიმისა და რეიტინგული გადაცემების მიხედვით, არამედ ყოველ საათში თანაბრად უნდა გადანაწილდეს და 20 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ეს საკითხი მედიის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინაც განიხილეს, თუმცა შეხვედრას უმრავლესობის წევრები არ დასწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები