„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით „მსოფლიოში თავისუფლების შესახებ - 2015“, 195 ქვეყანას შორის საქართველოს კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა. ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს 89 ქვეყანაა თავისუფალი, 55 - ნაწილობრივ თავისუფალი და 51 - არათავისუფალი. ვითარების გაუარესებაში მნიშვნელოვან ფაქტორებად სახელდება ტერორიზმი და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
„დემოკრატიის აღიარება მსოფლიოში მმართველობის დომინანტურ ფორმად და დემოკრატიულ იდეებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემად უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში“ - განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა არჩ პადინგტონმა.
მასალის გამოყენების პირობები