საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია , - " საქართველოს დან აცნობეს.
მათივე ცნობით, არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაური(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საქართველოს გზებზე სხვა რეჟიმები არ მოქმედებს და ყველა სხვა მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები