გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია თოვლი, ღამით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8–13 მეტრი წამში. ჰაერი 1–6 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსებს ცნობით, აღმოსავლვეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი 10–15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა კი 0–5 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია ნავარაუდევი დედაქალაქშიც, აქაც იქროლებს ჩრდილო დასავლეთის მიმართულების ქარი 10–15 მეტრი წამში. ჰაერი 3 გრადუსამდე გათბება.
ამინდის გაუარესების გამო გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაური(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, 2 და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე.
რაც შეეხება საქართველოს გზების სხვა ნაწილს და უღელტეხილებს, საგზაო დეპარტამენტის ცნობით, თოვა ახალი დაწყებულია და შესაბამისად შეზღუდვები არსად არ არის, რადგან სადაც საჭიროება მოითხოვს, ის მონაკვეთები იწმინდება.
მასალის გამოყენების პირობები