ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" მომდევნო ნომერი 25 თებერვალს გამოვა. ამის შესახებ გამოცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა , ლორან ლეჟემ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. "ცოტა მოთმინება გვჭირდება, "შარლი ებდო" ყველა საგაზეთო ჯიხურში 25 თებერვალს გამოჩნდება", - წერს ჟურნალისტი. სატირული ჟურნალის რედაქტორებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისინი რამდენიმე კვირით შეისვენებდნენ და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდნენ მუშაობას. ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე 7 იანვარს ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მთავარი რედაქტორი და სამი წამყვანი კარიკატურისტი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები