სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით გადაიწევს.
შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით იგეგმება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხდება.
ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ. ყველა სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია.
მასალის გამოყენების პირობები