იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარშს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ბაგრატის საკითხიც განიხილეს. როგორც კულტურის სამინისტრო იუწყება, იუნესკოში აღინიშნა, რომ ბაგრატის განახლების პროექტი არ იყო მათთან შეთანხმებული; არ იქნა დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოვარდნას გამოიწვევს. ბანდარინიმ აღნიშნა, რომ დაირღვა ძეგლის ავთენტურობა და როგორც თვითმყოფადი ნიმუში, ის ნუსხაში ვეღარ დარჩება. ფრანჩესკო ბანდარინი ქართულ მხარეს ერთგვარი კომპორმისული ფორმის მოძიებას სთავაზობს...
მარინე მიზანდარის განმარტებით, შესაძლოა მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი უდაოდ გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა მოექცეს მის არეალში, იგულისხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებები და სხვა უამრავი საკითხი, რითაც საქართველო ბაგრატის დაცვას შეძლებს.
გურამ ოდიშარიას თქმით, ქართული მხარე შეეცდება ახალი დოკუმენტაციის მომზადებას და პირველ თებერვალს იუნესკოს კომიტეტის სესიაზე წარდგენას.
მასალის გამოყენების პირობები