სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, დღეს თბილისში მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე I ჩამობრძანდება.
მსოფლიო პატრიარქი ხვალ, 11 იანვარს, დილიდან, უწმინდესის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, გუშინ, თბილისს, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ეწვივნენ.
როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, დღეს, 12 საათზე ,ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ქრისტეფორესა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღებს.
კათოლიკოს- პატრიარქის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება.
სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირები თბილისს 14 იანვარს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები